მომხმარებლის უფლებები
ვის უნდა მიმართოთ საჩივრით/პრეტენზიით?
დარღვეული უფლების აღსადგენად ან მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად მომხმარებელს საჩივრის შეტანა შეუძლია:
პროვაიდერი კომპანიის საჩივრების განმხილველ სპეციალურ სამსახურში, რომელიც ყველა კომპანიას სავალდებულოდ აქვს შექმნილი — ოპტიკომში საჩივრის რეგისტრაცია შეგიძლიათ აქ: საჩივრის რეგისტრაცია;
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, რომელთანაც მოქმედებს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური;
სასამართლოში.
შენიშვნა: საჩივრის შეტანისას ამ თანმიმდევრობის დაცვა სავალდებულო არ არის. პროვაიდერ კომპანიას უფლება არ აქვს, საჩივრის შეტანის გამო მომსახურება შეგიწყვიტოთ.
საჩივრის ფორმა და შინაარსი
საჩივარი შეიძლება იყოს სატელეფონო, ელექტრონული ან წერილობითი ფორმით. სასურველია, საჩივარი შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
იმ სამსახურის დასახელება, რომელშიც საჩივარი შეიტანება;
საჩივრის წარმდგენი პირის ვინაობა და ფაქტობრივი მისამართი;
პროვაიდერი (მომსახურების მიმწოდებელი) კომპანიის ოფიციალური დასახელება და მასთან გაფორმებული ხელშეკრულების ნომერი;
მოთხოვნა;
გარემოებები, რომლებსაც მოთხოვნა ეფუძნება.
პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებულ ან ნებისმიერ სხვა საკითხზე საჩივრისთვის მოგვწერეთ ელფოსტაზე: internet@opticom.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 32 2 111 130